სოფლის მეურნეობა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა, რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4% შემცირდა და 923 ათასი სული შეადგინა.


ფოტო: საქსტატი
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9%-ით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია.


ფოტო: საქსტატი
ღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.


ფოტო: საქსტატი
რინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1%ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ფოტო: საქსტატი
რაც შეეხება წარმოებას, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 162.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.1%ით მეტია.


ფოტო: საქსტატი
ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე 2.1%ით მეტია.


ფოტო: საქსტატი
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2%-ით აღემატება.


ფოტო: საქსტატი

კომენტარები