ყალბი პირადობის მოწმობა

ყალბი პირადობების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა

ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება შემჭიდროევბულ ვადებში ჩატარდება. 

"2018 წლის 20 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება. ინფორმაცია, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობების დამზადდა, ორგანიზაციებს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა მიაწოდა. 

ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ყალბ პირადობის მოწმობებზე არასამთავრობო ორგანიზაციებისგანცხადებას "გაუგონარ ბრალდებას" უწოდებს.

კომენტარები