ალასკა

ალასკას ერთ-ერთ ქალაქში მზეს 65 დღის განმავლობაში ვერ იხილავენ

საღამოს ბინდის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ ადგილი, სადაც შეგიძლიათ ზამთარი ისე გაატაროთ, რომ ერთხელაც არ მოგხვდეთ მზის სხივი.

ალასკის ჩრდილოეთით, ქალაქ უთქვიაგვიკიში, რომელშიც დაახლოებით 4 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, იწყება 65 დღიანი სიბნელის პერიოდი, რომელსაც პოლარული ღამე ეწოდება. 

ისინი, ვინც არქტიკული რკალის ზემოთ ცხოვრობენ, შეჩვეულები არიან იმ ფაქტს, რომ ყოველი წლის ერთ დღეს მზე მთელი ზამთრის განმავლობაში ჩავა.

მიუხედავად იმისა, რომ უთქვიაგვიკი ალასკის ერთადერთი ქალაქი არაა, სადაც ამ ფენომეს შეგიძლიათ დააკვირდეთ, პოლარული ღამეების ნახვის მსურველთა სიაში ის მაინც პირველ ადგილასაა, რადგან უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, უთქვიაგვიკში მზე კვირას, შუადღის 2 საათსა და 43 წუთზე ჩავა და 2019 წლის 23 იანვარს ამოვა.

კომენტარები