დიდიე დროგბა

დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

BBC news

კოტ-დ'იუვარელმა ფეხბურთელმა, 40 წლის დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

დიდიე დროგბა 2004-2012 და 2014-2015 წლებში ლონდონის ჩელსიში თამაშობდა. მას ჩელსის მაისურით 381 თამაშში 164 გოლი აქვს გატანილი, ფეხბურთელი ოთხი პრემიერ ლიგისა და ერთი ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია.

დიდიე დროგბამ კარიერის ბოლო 18 თვე ამერიკულ გუნდში "Pheonix Rising"-ში გაატარა.

"20 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დავასრულო ჩემი საფხებურთო კარიერა. ეს საუკეთესო გზაა, რომ მისცე ახალგაზრდებს შესაძლებლობა განვითარდნენ", - უთხრა დიდიე დროგბამ BBC-ის.

კომენტარები