არჩევნები 2018

იმედი: Gallup International-ის კვლევა - სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48%

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48%. 

ხოლო შეწონვისა და ალოკაციის გარეშე ხმების გადანაწილება შემდეგნაირია: სალომე ზურაბიშვილი - 28%, გრიგოლ ვაშაძე - 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი - 37%, არცერთს არ მივცემ ხმას/არ მივიღებ მონაწილეობას - 9%.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა Gallup International-მა, საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა.

შეწონვის და ალოკაციის მეთოდოლოგია ნიშნავს შემდეგს, მონაცემთა შეწონვა ხდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს შერჩევის წარმომადგენლობითობა მთელი საქართველოს მასშტაბით - სქესის, ასაკის და რეგიონის მიხედვით. ალოკაციისას გათვალისწინებული იქნა პირველი ტურის შედეგები. 

კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მონაწილეობდა 2400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილება არის 2%.

კომენტარები