პარიზის ქუჩებში საწვავის ფასის ზრდის გამო ქუჩაში გამოსული მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით,დაკავებულია 130 ადამიანი. საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართულ დემონსტრაციებში სულ 106 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
მომიტინგეები საწვავზე გაზრდილი გადასახადების გამო, რამაც დიზელის ფასი 23%-ით გაზარდა, ქუჩაში მეორედ გამოდიან და ყვითელი ჟილეტები აცვიათ.
საფრანგეთში ყველა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს ყვითელი ჟილეტი, იმისთვის რომ ავარიულ შემთხვევებში მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას, ამდენად ყვითელი ჟილეტის მძღოლების სიმბოლოდ გადაიქცა.