26 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 26 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები