ცნობილი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბერნარდო ბერტოლუჩის პუბლიცისტის თქმით, რეჟისორი ორშაბათს დილის 7 საათზე კიბოსგან გარდაიცვალა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ბერტოლუჩი ეტლით გადაადგილდებოდა, 2003 წელს წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ მას სიარული აღარ შეეძლო.
იტალიელ რეჟისორს ფილმ "The Last Emperor"-თვის 9 ოსკარი აქვს მოპოვებული.
ნახეთ კადრები მისი ცნობილი ფილმებიდან.