პარლამენტი

გაბუნია: ჩემი და მარიამ ჯაშის ინიციატივით, დედა ენა კანონით გახდება ხელშეუხებელი

ქართული ოცნების წევრი, ზაზა გაბუნია ფეისბუქზე თავისი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის და "დედა ენის" ფოტოებს აქვეყნებს წარწერით: 

"ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივით, "დედა ენა" კანონის დონეზე ხდება ხელშეუხებელი! გილოცავთ!". 

უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივა. ტაბულას ზარებს არც ზაზა გაბუნია და არც მარიამ ჯაში პასუხობენ.

წინადადება მიუწვდომელია პარლამენტის საიტზეც, ვინაიდან ინიციატივა ჯერ ბიუროს სხდომაზე არ დამტკიცებულა. 

კომენტარები