Queen

ბრაიან მეი: ფრედი მერკურის როლისთვის რამი მალექი ოსკარს იმსახურებს

0 კომენტარი
ფოტო: Ladbible

ლეგენდარული როკჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ ფილმ Bohemian Rhapsody-ში მსახიობ რამი მალექის მიერ ფრედი მერკურის როლის შესრულება შეაფასა:

"ის დაუჯერებელია. ეჭვგარეშეა, რომ ოსკარზე წარადგენენ - და ის იმსახურებს ამას. მან ფრედის როლი ისე გაითავისა, რომ რაღაც მომენტში მას ჩვენც ფრედიდ აღვიქვამდით. ნამდვილად შესანიშნავია. ჩვენ ამ პროექტით 9 წელი ვიცხოვრეთ და შესანიშნავია, როდესაც მის წარმატებას ვხედავთ. თავდაპირველად ცუდი შეფასებები ჰქონდა, ისევე, როგორც ჩვენს სხვა ნამუშევრებს წარსულში, მაგრამ პუბლიკამ ის შესანიშნავად მიიღო. იმ პიროვნებამ, ვინც ჩემს როლს ასრულებს ყველა ჯილდო უნდა მიიღოს." თქვა ბრაიან მეიმ.

თავად რამი მალექმა ინტერვიუში თქვა, რომ Queen-ის პერფორმანსს Live Aid-ზე, რომელიც ფილმშია გამეორებული, 1,500-ზე მეტჯერ უყურა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები