ადამიანები და ცხოველები

მეცნიერები ვეშაპის განავლის შემსწავლელ ექსპედიციას გეგმავენ

0 კომენტარი
ვეშაპის ექსკრემენტები

მეცნიერთა ჯგუფი ანტარქტიდაზე შვიდი კვირის განმავლობაში მოგზაურობას გეგმავს, რათა ლურჯი ვეშაპის განავალი შეაგროვოს და შეისწავლოს მისი გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე. ექსპედიციის წევრების თქმით, ეს ვეშაპის ნეხვის შემსწავლელი ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია იქნება. 

ისინი შეამოწმებენ თეორიას, რომლის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე დიდი ძუძუმწოვრის განავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთის ოკეანის ეკოსისტემაში. 

"მინდა დავამტკიცო, რომ ვეშაპები ეკოსისტემების ინჟინრები არიან. კონსერვაციის მხარდასაჭერი კამპანიები მეტწილად მათ სილამაზეზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ეს არავის არწმუნებს. თუ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ამ ცხოველებს ოკეანის ფუნქციონირებაში დიდი როლი აქვთ, მათი გადარჩენა უფრო იოლი იქნება."- ამბობს ექსპედიციის წევრი, ლივერპულის უნივერსიტეტის ბიოგეოქიმიკოსი ლავენია რათნარაჯა. 

ლურჯი ვეშაპების რაოდენობა მეოცე საუკუნეში 95%-ით დაეცა, მაგრამ მას შემდეგ პოპულაცია ნაწილობრივ აღდგა, რაც 1966 წელს ვეშაპებზე ნადირობის აკრძალვამ მოიტანა. დღესდღეობით მათი რაოდენობა 10 000-დან 35 000-მდეა, ისინი მეტწილად ანტარქტიდის წყლებში ბინადრობენ.

დღემდე, კვლევების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა ამ გიგანტური ცხოველების შეჯვარების და მიგრაციის კანონზომიერებებზე, მაგრამ ახალი კვლევის მიზანი მათი გამანაყოფიერებელი გავლენის გაზომვაა. 

ვეშაპის ექსკრემენტები მოქმედებს როგორც რკინით მდიდარი სასუქი, რომელიც ოკეანეში ბაქტერიების და ფიტოფლანქტონის (პატარა მცენარე, რომელიც ანტარქტიდის საკვები ჯაჭვის ფუძეს წარმოადგენს) გამრავლებას უწყობს ხელს. რკინის ბიოლოგიური ციკლის გარეშე, სამხრეთის ოკეანე ვეღარ შეინარჩუნებს ფიტოპლანკტონს, რომელიც ძირითადი საკვებია კიბოსებრთა ოჯახის წარმომადგენლებისთვის. მეცნიერები ეცდებიან დაითვალონ ვეშაპის განავლის გამანაყოფიერებელი გავლენა და შეამოწმოს თეორია, რომ ვეშაპი პოლარული ეკოსისტემის შეუცვლელი რგოლია, რადგან სხვა ძირითადი მტაცებლები განავალს ყინულზე ტოვებენ და არა ოკეანეში. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები