NASA

NASA-ს კოსმოსური ხომალდი InSight მარსზე წარმატებით დაეშვა [VIDEO]

ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს კოსმოსური ხომალდი InSight მარსზე წარმატებით დაეშვა.

ხომალდმა კოსმოსში მოგზაურობაში 6 თვეზე მეტი გაატარა. პლანეტაზე დაჯდომის შემდეგ ის პლანეტის ზედაპირს გაბურღავს, რათა შიდა ტემპეტარუტა გაზომოს.

ის ასევე აღჭურვილია სეისმომეტრით, რათა მიწისძვრების მონიტორინგი განახორციელოს.

2-წლიანი მისიის მიზანია გასცეს პასუხი ფუნდამენტურ შეკითხვებს დედამიწის მსგავსი პლანეტების ფორმირების შესახებ.

მარსზე გაგზავნილი მისიების მხოლოდ 40% დასრულდა წარმატებით. 45 მისიიდან სრულად წარმატებული მხოლოდ 18 გამოდგა.

NASA-მ პლანეტის ზედაპირზე დაშვება Live-შიც გადასცა.

"მშვიდობიანი დაშვებით მე აქ ვარ, მე სახლში ვარ." წერია InSight-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები