ანტიდასავლური პროპაგანდა

65 ფეისბუქ გვერდი, რომელიც დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს

0 კომენტარი
ფოტო: მედიის განვითარების ფონდი

ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრი არის CRRC-საქართველოს პროექტი, რომელიც დეზინფორმაციის და ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელ ფეისბუქ გვერდებს სწავლობს.

პროექტის საიტზე წარმოდგენილი ანალიზი 70-მდე ფეისბუქ გვერდის რაოდენობრივ მონიტორინგს ემყარება. დასაკვირვებელი გვერდების ამ მიმართულებით უკვე ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეარჩიეს. მათ შორისაა მედიის განვითარების ფონდის და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი-ფაქტის კვლევები.

ეს გვერდები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციის, ანტიდასავლური და ულტრამემარჯვენე შინაარსის შემცველ მასალებს. მათი შესწავლის მიზანი კი ამ გვერდების გზავნილების და მათზე მომხმარებელთა რეაქციის სიღრმისეული კვლევაა.

პროექტი არ გულისხმობს ამ გვერდების მფლობელების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, თუმცა შესაძლებელია მათ შორის კავშირების ნახვა. გარდა ამისა, საიტზე არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომელი გვერდები აზიარებენ ყველაზე ხშირად ერთმანეთის ინფორმაციას, რომელ წყაროებს ეყრდნობიან ისინი, როგორი ტონით საუბრობენ დასავლეთისა და რუსეთის შესახებ, რომელ სიტყვებს იყენებენ ყველაზე მეტად, როგორი შინაარსის პოსტებს ირჩევენ აუდიტორიის მოსაზიდად და ა.შ. 

ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ იმ გვერდების რაოდენობა, რომლებიც ანტიდასავლურ და რადიკალური მემარჯვენე შინაარსის პოსტებს ავრცელებენ, განსაკუთრებით ბოლო სამი წელია გაიზარდა. გაზრდილია მათი აუდიტორიაც.

CRRC-საქართველოს მონაცემებით, დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას ყველაზე ხშირად შემდეგი ფეისბუქ გვერდები ავრცელებენ:

  1. ქართული მარში
  2. წინააღმდეგობა / Resistance
  3. ქართული ძალა
  4. Antiliberal Channel
  5. Antiliberal Channel 2
  6. წითელი აბი - აღდგენილი
  7. ქართული ნაციონალისტური ლეგიონი
  8. მეოცნებე
  9. ახალგაზრდა პატრიოტები
  10. ეროვნული ლეგიონი
  11. 14/72
  12. ქართველი მეამბოხე
  13. ედელვაისი
  14. ნაციონალისტური გამოღვიძება
  15. Geo Pepe
  16. მედია-კავშირი ობიექტივი
  17. მამული, ენა, სარწმუნოება
  18. ბახტრიონი 1659 - Bakhtrioni 1659
  19. თურქული ოკუპაცია
  20. ზნეობა
  21. აბორტი ბავშვების მკვლელობაა
  22. ქართული იდეა
  23. ქართული აზრი
  24. საინფორმაციო გვერდი
  25. ანტი-პარადოქსი
  26. Alpha Dominant
  27. კონსტანტინე მორგოშია
  28. ქართული სული
  29. გასტროლიორი
  30. ნუ გამოლიბერალდები,იაზროვნე
  31. აინიუსი
  32. ეროვნული ლეგიონი
  33. ქართული ძალა/Georgian Power
  34. ქართული ძალა
  35. წინააღმდეგობის მოძრაობა / ბრძოლა მომავლისთვის
  36. გრიშა ონიანი
  37. ეროვნული იდეა
  38. იბერიული ერთობა
  39. ივერონი
  40. საქართველოს ეროვნულ-კონსერვატიული საზოგადოება
  41. კარდჰუ
  42. საქართველოს სულიერი მისსია
  43. ქართველი ნაციონალისტები
  44. დამოკლესი
  45. ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება
  46. ალტ-ინფო
  47. Welcome to Georgia
  48. ნაციონალისტური ლეგიონი/Nationalistic Legion
  49. ევროპის დაცემა
  50. ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობა”
  51. ეროვნული გამოღვიძება
  52. ეროვნება-ქართველი
  53. ქართველები საქართველოსთვის
  54. The Kartvelians Sarcastic Memes Empire
  55. ქართველთა მიმების იმპერია
  56. ლიბერალიზმი? შენ მეისპე
  57. ქართველი „ლიბერალი”
  58. დედაქალაქი
  59. ლადო სადღობელაშვილი
  60. ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტი
  61. euronews.ge
  62. მეხუთე კოლონა
  63. თოქ-შოუ ფალავანდიშვილთან
  64. მსოფლიო საოჯახო კონგრესი
  65. ერეკლე მეორის საზოგადოება

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები