არჩევნები 2018

საია: არის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენციები

ტაბულა LIVE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, ამ დროისათვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

სულხან სალაძის ცნობით, ამ დროისთვის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 8 ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ:

  • ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;
  • ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - "ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის" დამკვირვებელს;
  • ახმეტის #12 უბანი - ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.
  • გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი "კავშირი 21-ე საუკუნის" დამკვირვებელს აჩვენა.
  • კორცხელი 

აღსანიშნავია, რომ ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ადვოკატთა
და იურისტთა ობსერვატორიას" 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკოში,
ხოლო "კავშირი 21-ე საუკუნეს"- 3174 დამკვირვებელი.

ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში
ამომრჩეველს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში
გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, გლდანის #79, #80, #81 უბნები მდებარეობს ერთ შენობაში, რომლის ფოიეშიც მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია. მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37-ე, #38-ე, #40-ე უბნებზე.

დაგვიანებით გაიხსნა ახალქალაქის #69 სააარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00
საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50 -ზე
მოხერხდა.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 7 საჩივარი: 3 საჩივარი - უბანზე,
3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა.

შეგახსენეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 528 658-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი. ცესკოს ინფორმაციით, საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაააქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ასევე, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან დღეს, 28 ნოემბერს უსრულდებათ 18 წელი. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2300-მდე ჟურნალისტი.

კომენტარები