არჩევნები 2018

კობახიძე: ენმ-ის აქტივისტები ე.წ ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არჩევნების გაყალბებას ცდილობენ. მისი თქმით, ისინი სისხლის სამართლის დანაშულს სჩადიან. კობახიძემ შსს-ს მოუწოდებს, ამ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. 

"როგორც ჩანს, ამ აგრესიული ფონის შექმნის მცდელობის ერთ-ერთი მიზანი არის იმ კანონდარღვევების გადაფარვა, რომელსაც ახორციელებენ და ჩადიან ნაცმოძრაობის აქტივისტები. 

რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებს აქვთ პრაქტიკულად სისტემური ხასიათი. 

ნაცმოძრაობის აქტივისტები: 

მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერი მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი - 

ჩვენ ვხედავთ რომ სისტემურია ეს მოვლენა, ისინი ე.წ ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

ჩვენ ეს ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ შსს-ს. მოვუწოდებთ მათ ამ ფაქტებზე რეაგირებისკენ. 

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ენმ-ის აქტივისტებს გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან, ასეთი არის აქამდე არსებული ინფორმაციით სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე სოფელ ჭალიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ კარუსელების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის მცდელობა ხელოვნურად შეიქმნას აგრესიული ფონი, ეს არის დაბალი კულტურისა და დაბალი პასუხისმგებლობის მაჩვენებელი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები