ქობულეთში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

შსს

ქობულეთში კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მას შემდეგ ესროლეს, როდესაც საარჩევნო უბნიდან გამოვიდა. შსს-ში ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ასევე მათი თქმით, მკვლელობა უბანთან ახლოს არ მომხდარა. 

კომენტარები