არჩევნები 2018

მთაწმინდა მაჟორიტარის გარეშე რჩება - შუალედური არჩევნები აპრილში ჩატარდება

იმის გამო, რომ ცესკოს მონაცემებით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ხდება, თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება.

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მაშინ ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და ასპარეზი სალომე ზურაბიშვილს დაუთმო, რომელიც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის უახლოესი შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. ცესკომ კენჭისყრის ზუსტი თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს. 

კომენტარები