არჩევნები 2018

გრიგოლ ვაშაძე: კრიმინალურ ხელისუფლებას დავამთავრებთ კანონიერი, კონსტიტუციური გზით

ამ წუთებში პარლამენტის ყოფილ შენობასთან, რუსთაველის გამზირზე, "გაერთიანებული ოპოზიციის" აქცია მიმდინარეობს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, კრიმინალურ ხელისფულებას კონსტიტუციური გზით დაასრულებენ.

"ეს ძალადობა რაც გუშინ თაკო ჩარკვიანის და მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩაიდინეს გალიებიდან გამოსვებულმა ბანდერლოგებმა, ის ძალადობა რასაც ბაჩუკი ქარდავას უპირებდნენ, ის ძალადობა, რითიც ჩვენს მხარდამჭერებს და შტაბის წევრებს ემუქრებიან, ეს ე.წ ქართული ოცნების და სინამდვილეში ქურდული ოცნების დასასრულის დასაწყისია, ჩვენ დავამთავრებთ ამ კრიმინალურ ხელისუფლებას კანონიერი, კონსტიტუციური გზით. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებული ვართ დღეს, ძალიან გაბრაზებულები ვართ. იმიტომ არ იბრძოლა სულგანათლებულმა ზვიადმა და მერაბ კოსტავამ, იმიტომ არ იბრძოლა მერე ყველა პატრიოტმა ამ ქვეყნისა და დემოკრატიის შენახვისთვის, რომ ფარცხალაძემ მოგვპაროს, თავის სადრაფში ჩაიტანოს სახელმწიფო და დემოკრატია. ყველამ იცოდეთ, რომ ყველა ძალადობისა და მუქარის ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე და ყველა სასტიკად დაისჯება, ვინც დემოკრატიული ნორმების, კონსტიტუციისა და სამართალის ფარგლებს გარეთ გადის. არც ერთ შემთხვევას არ დავტოვებთ უყურადღებოდ, ყველა შემთხვევას მივიტანთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და დამიჯერეთ, ამის შესაძლებლობა მე მაქვს", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები