არჩევნები 2018

"გაერთიანებული ოპოზიცია" არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანს

0 კომენტარი

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე "გაერთიანებული ოპოზიციის" აქცია მიმდინარეობს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

"ის რაც საქართველოში მოხდა [28 ნოემბერს] ჩვენი ღირსების შეურაცხყოფა არის და იმიტომ არა, რომ თანამდებობებისთვს ვიბრძვით, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს და უფლებები მოქალაქის და ამას ჩვენ ვპასუხობთ ერთი სიტყვით - კმარა. საკმარისია საქართველოში კრიმინალების თარეში, კმარა. მინდა გითხრათ, რომ 28 ნოემბერს საქართველოშ არჩევნები არ ჩატარებულა, ეს იყო კრიმინალურ-ტერორისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შესაბამისად ჩვენ აქ ვართ შეკრებილები და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საყოველთაო მობილიზაცია არ გამოგვიცხადებია, უბრალოდ ვთხოვეთ, როგორც ფილარმონიაში ჩვენს მხარდამჭერებს აქ მობრძანებულიყვნენ ვინც შეძლებდა და თუ საყოველთაო მობილიზაცია დაგვჭირდა იმასაც გამოვაცხადებთ. ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ყავს, პრეზიდენტი ყავს ქურდულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციისა და ჩვენი პარტნიორების იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც ჩვენ შევიტანთ სასამართლოში მოთხოვნით ეს არჩევნები იცნოს ბათილად, ამას არ შევურიგდებით", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები