ეგვიპტე

ეგვიპტელ მსახიობს კაბის გამო 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ეგვიპტელ მსახიობს კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე შერჩეული კაბის გამო, პატიმრობა ემუქრება.

44 წლის რანია იუსეფის წინააღმდეგ სარჩელი ადვოკატებმა, ამრო აბდელსალმმა და სამირ საბრიმ შეიტანეს. ისინი ამბობენ, რომ მსახიობის ჩაცმულობა საზოგადოებრივ ფასეულობებს და  ეგვიპტურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება. 

თავად მსახიობმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ კაბის არჩევისას შეცდომა დაუშვა. 

"იყო პირველი შემთხვევა როცა ეს კაბა ჩავიცვი. ვერ გავითვალისწინე, რომ ამხელა აგრესიის გამოწვევა შეეძლო. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩემს ვალდებულებებს ეგვიპტური საზოგადოების წინაშე",- აღნიშნა იუსეფიმ

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეგვიპტელ მსახიობს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები