კარვები

სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მიეცათ.

"შსს-მ უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულება რის საფუძველზეც მიკრძალავდნენ კარვების დადგმას, მაგრამ კარვები უკვე განთავსებულია და ამ სასამართლო პროცესს რა აზრი აქვს, ვეღარ ვხვდები. დავესწრები პროცესს და ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე" - თქვა სარალიძემ.

კომენტარები