მიწისძვრა

წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრის გამო ახალ კალედონიაში ცუნამის საფრთხეა

AP

წყნარ ოკეანეში, ახალ კალედონიასთან 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ახალი კალედონიის და ვანუატუს მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

სანაპირო ზოლში მყოფებს ევაკუაციისაკენ მოუწოდებენ, რადგან შესაძლოა ცუნამის ტალღების სიმაღლემ სამ მეტრს მიაღწიოს.

0.3-დან 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები არის მოსალოდნელი ფიჯიზეც.

კომენტარები