ზურაბიშვილის ინაუგურაცია

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს თავად დაუდასტურა.

"ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან, თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. ვის მოვიწვევთ და ყველას, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ შეძლებს." - ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, იქნება თუ არა ინაუგურაციაზე გიორგი მარგველაშვილი, ზურაბიშვილი პასუხობს: „როგორ არა?!"

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. 

კომენტარები