მინდია გოგოჭური

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, გოგოჭური დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრადებულთან ერთად იმყოფებოდა. შსს მას სწორედ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გოგოჭურთან ერთად კიდევ ერთი პირი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. გვიან ღამით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს",- აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, მინდია გოგოჭური 2017 წლის იანვარსა და 2018 წლის ივლისში ფეხში დაჭრეს.

კომენტარები