სამოქალაქო მოძრაობა

ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციას მართავს. გუნდის წევრები არიან ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და სხვები.

"ჩვენი მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენით, ასევე, იმოვაციების დანერგვის და მოქალაქეთა ჩართულობის გზით, ადამიანებისთვის პერსპექტივის გაჩენა.

ალეკო ელისაშვილის გარშემო ახალ, რეფორმატორულ მოძრაობაში გაერთიანების შესაძლებლობა აქვს ყველა პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ადამიანს, რომლებსაც შესწევთ ძალა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით შეცვალონ არსებული რეალობა" - აცხადებენ მოძრაობაში და აღნიშნავენ, რომ მათ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის ჯანდაცვა, განათლება და ურბანული მიმართულებები.

სამოქალაქო მოძრაობაში განმარტავენ, რომ მათ ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები