შოკოლადის ფესტივალი

დღეს, თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

დღეს, თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებას ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე "Event Square" უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი Facebook გვერდზე ავრცელებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და რა თქმა უნდა შოკოლადის შადრევანი.

ღონისძიებაზე დასწრება 12:00-დან იქნება შესაძლებელი და 18:00 სთ-ზე, ნაძვის ხის საზეიმოდ განათებით დასრულდება

კომენტარები