ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძრისგან განადგურებულ სახლთან, ძაღლი პატრონს ერთი თვე ელოდებოდა

კალიფორნიაში, ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ხანძარმა ტყისპირა ქალაქი ფარადაიზი გაანადგურა. მთელი ქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. მათ შორის იყო ანდრეა გეილორდი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი ძაღლები - მიგელი და მედისონი.

ანდრეას მხოლოდ ის შეეძლო, რომ მისი ძაღლებისთვის ელოცა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია K9 Paw Print Rescue-ის მოხალისე შეილა სალივანმა შეძლო მიგელის დახმარება, ძაღლი პარადაისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ქალაქის თავშესაფარში აღმოჩნდა თუმცა, მედისონთან საქმე უფრო რთულად იყო. ის ხანძრისგან განადგურებულ ქალაქში დარჩა. შეილამ ძაღლი რამდენჯერმე შეამჩნია სახლთან მდებარე კანიონთან, თუმცა მედისონი არავის იკარებდა.

ცხოველთა უფლებათა დამცველი რეგულარულად მიდიოდა ნასახლართან და ძაღლს საკვებს და წყალს უტოვებდა. 

მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, 7 დეკემბერს შეძლო ანდრეა გეილორდმა პარადაისში დაბრუნება, სადაც მისი ერთგული მედისონი დამწვარ სახლს ისევ დარაჯობდა. 

პატრონის და ძაღლის, მედისონის და მიგელის შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. 

გეილორდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან ხანძრის გამო ყველაფერი დაკარგა, ის ძალიან ბედნიერია, რადგან ასეთი ერთგულო ოთხფეხა მეგობრები ჰყავს.  

"ის საუკეთესო ძაღლია!"- ამბობს გეილორდი.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში ტყვის ხანძარი 9 ნოემბერს გაჩნდა. სტიქიამ 14 000 სახლი და 60 000 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. ბოლო მონაცემებით, ხანძარს 85 ადაიანი ემსხვერპლა. ხანძრის ჩაქრობა ნოემბრის ბოლოს შეძლეს.

კომენტარები