ლიბერტადორესის თასი

"რივერ პლეიტმა" "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხა და ლიბერტადორესის თასი მოიგო (VIDEO)

ლიბერტადორესის თასის საპასუხო ფინალური მატჩი "რივერ პლეიტის" გამარჯვებით დასრულდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "სუპერკლასიკოში" "ბოკა ხუნიორსი" 1:3 დამარცხდა.

ორმატჩიანი ფინალის პირველი შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. მოგვიანებით, "რივერის" ფანები "ბოკას" ავტობუსს თავს დაესხნენ და მატჩი მადრიდში ამიტომ ჩატარდა. პირველი ტაიმი "ბოკა ხუნიორსმა" ბენედეტოს გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი, "რივერმა" ანგარიში პრატოს ზუსტი დარტყმით გაათანაბრა.

დამატებით დროში, "ბოკა" კაცნაკლული დარჩა, რითაც "რივერმა" ისარგებლა და კიდევ 2 გოლი გაიტანა. "ბოკა ხუნიორსის" კარი კინტერომ და მარტინესმა აიღეს. 

"რივერ პლეიტმა" ლიბერტადორესის თასი ისტორიაში მეოთხედ მოიგო.

კომენტარები