ჭარბვალიანობა

vali.ge - სესხების განულების საიტი ქართუ ფონდისგან

ეროვნული ბანკი

სესხების განულების საიტს vali.ge ერქმევა და დღეს 18:00 საათზე ჩაეშვება. 

ეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. 

"მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, წლის ბოლომდე მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეები ამოღება ე.წ შავი სიიდან. დღეს საღამოს 6 საათზე გაეშვება ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირებას შეძლებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლები", - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები