Avengers: Endgame

NASA: ყველა რესურსი გამოიყენეთ დაკარგული ტონი სტარკის მოსაძებნად

0 კომენტარი

8 დეკემბერს გამოსული Avengers: Endgame-ის ტრეილერის ნახვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ტრეილერმა 24 საათში 289 მილიონი ნახვა დააგროვა. 

ტრეილერში რობერტ დაუნის პერსონაჟი კოსმოსში, სავარაუდოდ გალაქტიკის მცველების მოდრეიფე კოსმოსურ ხომალდზე, გადარჩენის იმედის გარეშეა. ბოლო ორი დღის განმავლობაში Marvel-ის ფანები სოციალურ ქსელებში ტონი სტარკის გადარჩენას ხუმრობით NASA-ს თხოვდნენ. 

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ ტონის სტარკის გადარჩენის შესახებ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა: 

"ჰეი @Marvel, გავიგეთ ტონი სტარკის შესახებ. როგორც ვიცით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის მისიის მართვის ცენტრში მოუსმინოთ შეტყობინებას "@Avengers, ჩვენ პრობლემა გვაქვს." მაგრამ თუ მას კომუნიკაცია არ შეუძლია, ჩვენი რეკომენდაციაა, სახმელეთო გუნდებმა ყველა რესურსი გამოიყენოს ცის სკანირებისთვის, რათა იპოვოთ დაკარგული ადამიანი."

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები