vali.ge

vali.ge-ზე წვდომა შეფერხებულია - ქართუ აცხადებს, რომ პრობლემას მალე აღმოფხვრის

სესხების განულების საიტი - vali.ge, დღეს 18:00-ზე უნდა ამუშავებულიყო, თუმცა ტექნიკური შეფერხების გამო მომხმარებლებისთვის წვდომა ამ დრომდე შეფერხებულია.

ფონდი ქართუ აცხადებს, რომ ხარვეზს ოპერატიულად აღმოფხვრის, თუმცა დროს არ აზუსტებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებგვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია.

აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და, რა თქმა უნდა, არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ფონდი აცხადებს, რომ მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და 15-დან 31 დეკემბრამდე 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ვალები სრულად გაუნულდება.

კომენტარები