უცხოლებზე მიწების გაყიდვა

მარშანია: მადლობა ტურავას, კობახიძეს, გოცირიძეს, რომ სამარცხვინო პროცესში არ მონაწილეობდნენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

იუსტიციის სახლთან უკვე მეორე დღეა ქართული მარში და მისი მომხრეები აქცია პიკეტს მართავენ და უცხოელებს იუსტიციის სახლში არ უშვებენ, რათა მათ მიწა არ დაირეგისტრირონ. 

ისინი იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.

აქციას ესწრებიან პატრიოტთა ალინსის წევრებიც, როგორც ადა მარშანია ამბობს, მათი პარტია ხვალ პარლამენტის სესიაზე უცხოლებეზე მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის აღდგენას მოითხოვს. 

"ხვალ ბიუროზე და სესიაზე კატეგორიულად მოვითხოვთ პარლამენტმა ისევ დაადოს მორატორიუმი მიწა-წყლის გაყიდვის საკითხს. ჩვენ მოვითხოვთ ამ ფორმულირების ჩაწერა, "მორატორიუმი სღდგეს და გაგრძელდეს მანამ სანამ ქვეყანა არ მიიღებს ორგანულ კანონს ამ საკითხზე". ეს არის აბრუსრდული, უსამართლო, მომაკვდინებელი მდგომარეობა ქვეყნისთვის, როცა არ გაქვს ქვეყანას არც მიწის კანონი, არც კადასტრი, არც კოდექსი, ორგანული კანონი, ეს დაუშვებელია ყველანაირი თვალსაზრისით."

მარშანია ამბობს, რომ დღევანდელი აქცია სამუშაო დღის ბოლომდე გაგრძელდება. პატრიოტთა ალისნსის წევრმა დღესვე მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მერაბ ტურავას, მანანა კობახიძეს და ევა გოცირიძეს, რომლებმაც მარშანიას თქმით, მორატოირუმის გაუქმების გადაწყვეტიებაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

"მე მინდა გამოვყო და მადლობა ვუთხრა სამ მოსამართლეს, რომლებიც ამ სამარცხვინო პროცესში არ მონაწილეობდნენ და უარი განაცხადეს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ანუ მორატორიუმის მოხსნაზე.ესენი არიან მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა და ევა გოცირიძე, მადლობა მათ რომ გამოიჩინეს ვაჟკაცობა." - ამბობს მარშანია.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ განჩინებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოლებეზე მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო, " თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ევა გოცირიძის, მანანა კობახიძის და მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი."

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები