ხმაური პარლამენტში

ინაშვილი მელიას: ხმა ჩაიკმინდე ეხლა! გაჩუმდი და წყნარად იჯექი მანდ!

ირმა ინაშვილი და ნიკა მელია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ირმა ინაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. 

ინაშვილის სიტყვით გამოსვლას ადგილიდან მელიას რეპლიკები მოჰყვა. ინაშვილმა ჯერ ტრიბუნიდან მიმართა ენმ-ის დეპუტატს, ბოლოს კი დარბაზში ჩავიდა.

"დამშვიდდით, მიხედეთ თქვენს თავს, თქვენ და მიხეილ სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ, სხვათა შორის, და ყველა გასამართლდებით დრო მოვა. დამშვიდდით, თუ ვერ მშვიდდებით, შეგიძლიათ, იმკურნალოთ, წამალი მიიღოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში, სიმართლე გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში, პრეტენზია მაქვს ქართულ ოცნებასთან... ხმა ჩაიკმინდე ეხლა! გაჩუმდი და იჯექი მშვიდად! ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში. წყნარად იჯექი მანდ!" - უთხრა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას. 

დეპუტატებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ საქმეში გასაშველებლად პარლამენტის მანდატურები ჩაერივნენ. 

მელიამ თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა, და ქართული ოცნების დეპუტატს, ენზელ მკოიანს, კრიმინალები უწოდა. 

კომენტარები