საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარა - მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო

გარემოს დაცვის სამინისტრო

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა, საჭირო იყო მინიმუმ 76.

"კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის დასრულებისას.

2019 წლის ბიუჯეტს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

პლენარული სხდომა ხვალ განახლდება.

კომენტარები