შეიარაღებული თავდასხმა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა და 29 წლის შერიფ შექათის ადგილსამყოფელის დასადგენად მოსახლეობას დახმარება სთხოვა. 

როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, ეჭვმიტანილი ძალიან სახიფათო და სასტიკია. ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდენენ

პარიზის პროკურორის თქმით, თავდამსხმელი ცეცხლის გახსნამდე "ალაჰ აკბარ"-ს ყვიროდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ძებნილთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა - თავდამსხმელის მშობლები და ძმები.

სტრასბურგში შეიარაღებული თავდასხმა 11 დეკემბერს, საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული 29 წლის მამაკაცი სროლის შემდეგ გაიქცა. შექათმა 4 ადამიანი მოკლა, ხოლო 12 - დაჭრა.  

კომენტარები