GOT

GOT-ის მსახიობი: ფინალური სერიის შემდეგ პროფესიონალური თერაპია დაგჭირდებათ

Game of Thrones-ის მსახიობმა, გუენდოლინ კრისტიმ, რომელიც სერიალში რაინდის, ბრიანას, როლს ასრულებს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საკულტო სერიალის ფინალი ისეთი იქნება, მაყურებლებს პროფესიონალური თერაპიის გავლა დასჭირდებათ. 

7 წლისა და 7 სეზონის განმავლობაში, რომელიც მაყურებლებმა "სამეფო ტახტის თამაშების" 7 სამეფოში გაატარეს, ამ დრომდე 67 სერია შეიქმნა. თითოეული სერია, დაახლოებით, 50-დან 81 წუთამდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალის ფანებს, როგორც მინიმუმ, თავიანთი ცხოვრების 3 350 წუთი აქვთ მიძღვნილი შოუსთვის. 

სერიალის ფანები ხშირად ტირიან, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მათი საყვარელი პერსონაჟი მოულოდნელად კვდება და შემდეგ საათები სჭირდებათ ხოლმე რეაბილიტაციისთვის, თუმცა გუენდოლინ კრისტი ამბობს, რომ სერიალის ფინალურ ეპიზოდს გაცილებით დიდი გავლენა ექნება ფანებზე, ვიდრე აქამდე ჰქონია. 

ეპიკური სერიალის ფინალური სეზონთან დაკავშირებით ამ დრომდე რამდენიმე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომელთა თანახმადაც, სატელევიზიო ისტორიაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენას ვიხილავთ, რომელიც შესაძლოა, ტირიონის ტრაგიკული აღსასრულით და კჰალ დროგოს შთამბეჭდავი დაბრუნებით დასრულდეს. 

მსახიობმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მოკვდებიან თუ არა ყველასთვის საყვარელი, მთავარი პერსონაჟები, თუმცა თქვა, რა რეაქცია ექნებათ ფანებს, როდესაც ყველაზე მასშტაბურ სატელევიზიო ბრძოლას ნახავენ.

"თქვენ ყველას თერაპია დაგჭირდებათ. ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოს პრფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება,"- ამბობს კრისტი.

მსახიობმა, ასევე, თავის პირად დამოკიდებულებაზეც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ სერიალი მთავრდება. 

"ვფიქრობ, ძალიან ემოციური ვიქნები, როცა გავაცნობიერებ, რომ სერიალი დამთავრდა. ჩვენ, ყველა ძალიან ემოციურად ვუდგებით იმ ფაქტს, რომ ეს დასასრულია და ეს არის დასასრული იმ შესანიშნავი ამბის, რომელშიც ერთად ვიყავით,"- თქვა მსახიობმა. 

Game of Thrones-ის ფინალური სეზონის პირველი სერია ეკრანებზე აპრილში გამოვა. 

კომენტარები