კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

კონსტანტინე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. მიზეზად მან ზვიად გამსახურდიას მკველობის საქმე დაასახელა, რომელიც ხანდაზმულობის გამო, შესაძლოა, 2 კვირაში დაიხუროს. კონსტანტინე გამსახურდია საქმის გამოძიებასა და მამის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

"დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა KGB-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში. საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე. ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი", - წერს საკუთარ Facebook გვერდზე კონსტანტინე გამსახურდია.

იგი ასევე კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, - "განსაკუთრებულ შემთხვევებს" ხანდაზმულობა არ შეეხება.

მისივე თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, იგი იძულებულია, პროტესტის ნიშმნად, მთავარი პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყოს.

კომენტარები