ვითარება საავტომობილო გზებზე

დღეიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება

GHN

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება.

უწყება ამის მიზეზად საახალწლო სამზადისს ასახელებს.

"დედაქალაქში წინა საახალწლო სამზადისი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც  საახალწლო სოფელი მოეწყობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები