მაჰათმა განდი

განას უნივერსიტეტიდან მაჰათმა განდის ძეგლი აიღეს, მას რასიზმში ადანაშაულებენ

AP

განას უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კამპუსში მაჰათმა განდის ძეგლის არსებობა გააპროტესტეს. სტუდენტების თქმით, ინდოეთის დამოუკიდებლობის ლიდერი აფრიკელებს, როგორც დაბლა მდგომ ადამიანებს უყურებდა და ის რასისტი იყო.

განდის ძეგლი უნივერსიტეტში 2 წლის წინ დაიდგა, თუმცა განხეთქილების საგანი იყო. პროტესტის შემდეგ კი, სამშაბათს, შუა ღამით ძეგლი აიღეს.

რამდენიმე მეცნიერმა განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რაც მოწმობს, რომ ინდოეთის თავისუფლებისთვის მებრძოლ მაჰათმა განდის, რომელიც ინსპირაციის წყარო იყო მარტინ ლუთერ კინგისთვის, დამამცირებელი შეხედულებები ჰქონდა სამხრეთ აფრიკის საზოგადოებებზე.

განდისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი სტუდენტების თქმით, ის იყო უცოდინარი, რომელსაც ცრურწმენების სჯეროდა, რაც იმ პერიოდის თანმდევი იყო. მათივე თქმით, განდის სამოქალაქო აქტივიზმს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აფრიკისთვის.

“ეს არის თითოეული განელის გამარჯვება, რადგან ეს ძეგლი მუდმივად გვახსენებდა იმას, რომ ჩვენ სხვებზე დაბლა ვდგავართ” - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი Agence France-Presse-თან კომენტარში.

“პრობლემაა, როდესაც ჩვენ არ ვცემთ საკუთარ თავს პატივს, არ ვცემთ პატივს ჩვენს გმირებს და ვადიდებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ არ გვცემდნენ პატივს” - ამბობს აფრიკული სწავლებების ინსტიტუტის დეკანი, ობადელე კამბონი.

კომენტარები