სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ომბუდსმენი შსს-ს: უზრუნველყავით მომიტინგეთა თავისუფალი გადაადგილება თელავისკენ

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. 

ამავდროულად, ნინო ლომჯარია მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ადგილზე ამ დრომდე ხმაურია.

ნიკა მელიას თქმით, მოძრაობა შეფერხებული როგორც გომბორის უღელტეხილზე, ასევე გურჯაანში, შესაბამისად, ენმ-ს აქციის მონაწილეები თელავში შესვლას ვერ ახერხებენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, კოლონების მარშრუტი დაანონსებული იყო და ოპოზიციას იმ მიმართულებით წასვლა არ სურს. ამის შესახებ თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში ისაუბრა, სადაც გზა გადაკეტილია და ოპოზიცია თელავში წასვლას ცდილობს. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში", - ამბობს კუპატაძე.

რაც შეეხება გურჯაანში გზის გადაკეტვას, მისივე თქმით, პოლიცია აქციის მონაწილეებს არანაირ პრობლემას არ უქმნის და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, მათთვის თელავში შესასვლელად ყვარლის გზა შსს-ს არ შეუთავაზებია. გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გზა ყვარელშიც გადაკეტილია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები