ნიუ ჯერსი

ნიუ ჯერსი პირველი შტატია, სადაც ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენება აიკრძალა

Facebook/Circus World

ნიუ ჯერსის გუბერნატორმა, ფილ მარფიმ გამოსცა კანონი, რომლითაც შტატში არსებულ ცირკებში გარეული და ეგზოტიკური ცხოველების გამოყენება აიკრძალა, მათ შორის, სპილოების, ლომების, დათვების და სხვა.

კანონმდებლობას “ნოსის კანონი" ჰქვია, 36 წლის აფრიკელი სპილოს სახელი, რომელზეც ძალადობდნენ და აიძულებდნენ,  ქვეყნის შიგნით ემოგზაურა.

“ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ კანონს მოვაწერე ხელი. ნიუ ჯერსიში აიკრძალება გარეული ცხოველების ექსპლუატაცია და მათდამი ცუდად მოპყრობა. ეს ცხოველები მათ ბუნებრივ გარემოს ეკუთვნის და არა შოუებს, სადაც მათი და სხვების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა ” - განაცხადა მარფიმ.

ილინოისსა და ნიუ-იორკში ასევე იკრძალება გასართობი შოუებისთვის სპილოების გამოყენება, თუმცა "ნოსის კანონით" ნიუ ჯერსი პირველი შტატია, სადაც ყველა გარეული და ეგზოტიკური ცხოველის გამოყენება იკრძალება.

 

კომენტარები