კრიმინალი

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

შსს

თელავში, შპს “ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის” ოფისში სამი მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები