საშობაო საჩუქრები

85 წლის კაცმა სიკვდილის წინ მეზობლის 2 წლის ბავშვს მომდევნო 14 წლის საშობაო საჩუქრები დაუტოვა

CNN

უელსში, ქალაქ ბერიში მცხოვრები მამაკაცი, ოუენ უილიამსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეზობელმა კაცმა, რომელიც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის 2 წლის ქალიშვილს საჩუქრები დაუტოვა. საჩუქრები ოჯახმა ბავშვს მომდევნო 14 წლის მანძილზე, შობას უნდა გადასცეს.

იუენ უილიამსის თქმით, მეზობლის საქციელმა მას და მის მეუღლეს გული აუჩუყა.

"ეს მერი პოპინსის ჩანთასავითაა, საჩუქრები არ მთავრდება. ნამდვილად დაუჯერებელი საშობაო ისტორიაა." ამბობს ის.

ერთ-ერთი საჩუქარი უკვე გახსნეს - იქ საშობაო საბავშვო წიგნი აღმოჩნდა.


ფოტო: CNN

კომენტარები