დავით კირკიტაძის დაკავება

უდუმაშვილი ქალ პოლიციელებზე: შემდეგში ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს?

Facebook/Nika Melia

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, გურჯაანის რაიონში აქციაზე მობილიზებულ პოლიციელ ქალებზე კომენტარი გააკეთა და ხელისუფლებას "მხდალი და ლაჩარი" უწოდა. 

"დღეს ჩვენ გვყავს მხდალი და ლაჩარი ხელისუფლება. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში. შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ? პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? ამათ მახინჯ ფანტაზიას უკვე ზღვარი აღარ აქვს,"- თქვა უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

გურჯაანში ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის, სასამართლო პროცესი იმართება, რომლის პარალელურადაც სასამართლოს წინ გაერთიანება "ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავებიც, წინა ხაზზე კი, ქალი პოლიციელები ჰყავთ დაყენებული. 

კომენტარები