მოდა

მიშელ ობამა დემნა გვასალიას სამოსში, რომელიც ჯერ მაღაზიებში არ იყიდება

0 კომენტარი

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას შუიში, რომელშიც სარა ჯესიკა პარკერმა მისგან ინტერვიუ აიღო, დემნა გვასალიას ბრჭყვიალა ფეხსაცმელი ეცვა. ფეხსაცმლის ღირებულება 4 000$-ია. ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა და ჯერ მაღაზიებში არ იყიდება. 

მიშელ ობამას ყვითელი კაბაც ასევე ბალენსიაგას ამავე კოლექციის ნაწილია. 

ღონისძიებაზე აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს სამოსის შერჩევის შესახებ. 

იმ 8 წლის განმავლობაში, როდესაც პირველი ლედი იყო, მიშელ ობამას სტილი მუდამ ყურადღების ცენტრში იყო და დიდი მოწონებით სარგებლობდა. 

როგორც ინტერვიუში თქვა, მან იცოდა, რომ ქალი, მისი ჩაცმულობა ყოველთვის განხილვის საგანი იქნებოდა. 

"ვიცოდი, რომ ჩემი ტანსაცმელი შესაძლოა განცხადება ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პლატფორმა დამწყები დიზაინერების ხელშეწყობისთვის გამოგვეყენებინა, ვინც, როგორც წესი, მსგავსი ყურადღების მიპყრობას ვერ ახერხებს. ჩვენ შეგვეძლო მათი ცხოვრების შეცვლა, სწორედ ამიტომ ავირჩიე ჯეისონ ვუ, რომელმაც საინაუგურაციო კაბა შემიკერა".

"მე არ მსურდა, ჩამეცვა იმის სამოსი, ვინც შინაგანად კარგი არ არის. ამის გაგება შესაძლებელია იმით, როგორ ეპყრობიან ისინი ჩემს თანამშრომლებს ან იქცევიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ამიტომ, ყველას, ვისი სამოსიც მცმია, კარგი სული აქვს", - თქვა მიშელ ობამამ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები