ჟინ დამასი

8 რჩევა, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ფრანგივით, როდესაც არ ხართ ფრანგი

theguardian.com

ფრანგი დიზანერი და მოდის ბლოგერი ჟინ დამასი გირჩევთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ფრანგივით, როდესაც არ ხართ ფრანგი.

ჟინ დამასს ინსტაგრამზე 1 მილიონი გამომწერი ჰყავს, თავისი ბრენდი "Rouge" აქვს და ახლა ახალი კოსმეტიკური ხაზის გაკეთებას აპირებს.

გაეცანით რჩევებს:

1. იყავით "დილის ადამიანი"

"ყოველ დილით 8 საათზე ვდგები და პირდაპირ Rouge-ს ოფისში მივდივარ. შაბათ-კვირასაც კი 9-ის ნახევარზე ვდგები, რადგან მე დილის ადამიანი ვარ და მიყვარს, როდესაც დილით ფიქრისთვის დრო მაქვს".

2. იყოლიეთ კატა

"დილით პირველ რიგში ჩემს კატას ვაჭმევ, რათა არ მომკლას"

3. მოიწონეთ ფრანგული სამზარეულო

"საუზმეზე მე ვჭამ კარაქიან პურს და ვსვამ ყავას - კლასიკურად"

4. იქონიეთ "მუდმივი ტანსაცმელი"

"მე არ მომწონს ამაზე ბევრი ფიქრი. ყველაზე ხშირად ფემინური ყვავილებიანი კაბები და ნაქსოვი ჯემპრები მაცვია. ასევე ხშირად მაცვია ჩემთვის შეკერილი ტანსაცმელი და ჯინსები. როგორც წესი, ყველაფერი, რაც კომფორტულია"


ფოტო: Thetimes.co.uk

ფოტო: Thetimes.co.uk

5. იქონიეთ გალამაზებისა და თავის მოვლის გეგმა

"მაკიაჟს ძალიან ჩქარა, 5 წუთში ვიკეთებ: ვიტენიანებ სახეს, ვიპრეხ წამწამებს, ვისვამ გელს წარბებზე და ვისვამ პომადას ტუჩებსა და ლოყებზე"

6. აკეთე ის ვარჯიშები, რომლებიც გიყვარს

"ხშირად პილატესით ვვარჯიშობ და კვირაში რამდენიმე დილას დავრბივარ"

7. იმუშავე მაგრად, რომ მიაღწიო

"შუა კვირაში სულ მუშაობა, მუშაობა და მუშაობა. სამსახურს, დაახლოებით საღამოს 7-ზე ვამთავრებ და დასვენებას 8-ის ნახევრიდან ვიწყებ. ყოველ შაბათ-კვირას ორჯერ მივდივარ კინოთეატრში და მიყვარს, როდესაც სადილზე ჩემს მეგობრებს ვხვდები, როგორც წესი, Martin-ში ან Clown Bar-ში"

8. დაასრულე დღე მშვიდად

"მე მიყვარს, როდესაც ჩემი საღამოები წყნარი და დასვენებულია. საწოლში საკმაოდ ადრე, საღამოს 11 საათისთვის ვწვები. მომწონს საწოლში წიგნის კითხვა და პოდკასტების მოსმენა" 

კომენტარები