მუსიკა

გოგონა ტვინის ოპერაციის დროს მუსიკალური ნიჭის შესანარჩუნებლად მღერის- VIDEO

0 კომენტარი

ვაშინგტონში თინეიჯერ გოგოს, კირა იაკონეტის ტვინის სიმსივნე ამოკვეთეს. თუმცა იმისთვის, რომ მისი სიმღერის ტალანტი არ დაკარგულიყო, ის მთელი ოპერაციის განმავლობაში მღეროდა.

“მისი სამედიცინო პროგნოზები ძალიან კარგია, მისი პროგნოზები ცხოვრებაში კიდევ უფრო კარგი” - ამბობს ნეიროქირურგი ჯეისონ ჰოპტმენი.

კირა 19 წლისაა, ის მუსიკალურ თეატრში 6 წლიდან მღერის და იმედოვნებს, რომ წარმატებული მომღერალი იქნება. 4 წლის წინ, მას ეპილეფსიის შეტევები დაეწყო.

“მთელი ენერგია მეცლებოდა” - ამბობს ის.

კირას იშვიათი სახის ეპილეფსია აღმოაჩნდა, რომლის შეტევებს მუსიკის მოსმენის ან შესრულების დროს განიცდიდა.

ჰოპტმენმა გოგონას სიმსივნის ამოსაკვეთად ოპერაცია შესთავაზა და უთხრა, რომ ეს იქნებოდა “მღვიძარე კრანიოტომია”, ანუ მას შესაძლებლობა ექნებოდა, რომ ემღერა. შედეგად, ექიმი მიხვდებოდა თუ ტვინის რომელი ნაწილი უნდა დაეცვა იმისთვის, რომ გოგონას სიმღერის ნიჭი არ დაკარგულიყო.  

“მისთვის არ არის საკმარისი, რომ უბრალოდ მღეროდეს. მე უნდა მცოდნოდა, რომ ის იმღერებდა ძველებურად” - ამბობს ექიმი.

გოგონამ ამერიკული როკ-ჯგუფის, ვიზერის  "Island in the Sun" ოპერაციის დროს უამრავჯერ იმღერა. ბენდმა გოგონას შესახებ ტვიტერზე დაწერა და მას აპრილის კონცერტის ბილეთები გაუგზავნა.

“მან უნაკლოდ შეასრულა სიმღერა… სამი თვის შემდეგ ის უკვე “ძალიან კარგად” გრძნობდა თავს. ის ჯერ სცენაზე არ გასულა, თუმცა პროგრესი შესამჩნევია” - ამბობს ექიმი ჰოპტმენი

“ მე შოკში ვიყავი, რომ ექიმი ასე ზრუნავდა ჩემი მუსიკალური ნიჭის დაცვაზე” - ამბობს კირა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები