კრიმინალი

შსს: აბაშაში ყაჩაღობისთვის ორი პირი დავაკავეთ

Getty Images

სამართალდამცავებმა აბაშაში ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ იარაღის მუქარით, "TBC” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს და 250 000 ლარი გაიტაცეს.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 236 - ე მუხლის მე-4 ნაწილით.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები