ფოთი

შსს: ფოთში ჯეოსელის ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დავაკავეთ

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ”ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ხ.-მ და ლ.ბ.-მ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები