დაკარგული ბეჭედი

კაცმა დაკარგული საქორწინო ბეჭედი დათესილ სტაფილოზე შემოხვეული იპოვა

mymodernmet.com

გერმანიის პატარა ქალაქში, 82 წლის მამაკაცმა თავის ბაღში განსაკუთრებით ძვირფასი მოსავალი აიღო. ერთ-ერთი სტაფილოს ირგვლივ შემოხვეული იყო საქორწინო ბეჭედი, რომელიც მან დიდი ხნის წინ დაკარგა.

მამაკაცმა 3 წლის წინ, როდესაც თავის მეუღლესთან ქორწინების 50-ე წლისთავს აღნიშნავდა, შენიშნა, რომ თითზე ბეჭედი აღარ ჰქონდა. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ბეჭედს, რადგან არ იცოდნენ, რა ადგილას დაიკარგა. უშედეგო ძებნის შემდეგ, ცოლმა დაარწმუნა მამაკაცი, რომ ბეჭედი სადმე გამოჩნდებოდა. თუმცა, ქალი ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა, რომ მას მიწიდან ამოღებული სტაფილოს ირგვლივ შემოხვეულს იპოვიდნენ.


ფოტო: mymodernmet.com/

ბეჭდის დაკარგვიდან 2-ნახევარი წლის შემდეგ მეუღლე გარდაიცვალა და მან ვერ მოახერხა ენახა ბეჭედი, თუმცა მამაკაცი განსაკუთრებით გახარებულია მისი პოვნით.

სავარაუდოდ, მამაკაცს მიწის დამუშავების დროს მოძვრა ბეჭედი, რომელიც მიწაში ღრმად ჩაიმარხა. ამასობაში მიწაში სტაფილო დათესეს, რომელიც ზუსტად ბეჭდის შუაში გაიზარდა და როდესაც ის ამოიღეს, ბეჭედიც მას ამოჰყვა.

კომენტარები